რეკლამირება FACEBOOK-სა და GOOGLE-ში

დღეს, რეალური კლიენტების მოსაზიდად მხოლოდ ვებ-გვერდის დამზადება არ არის საკმარისი. საჭიროა მიზნობრივი, პოტენციურად დაინტერესებული მომხმარებლების ნაკადის შექმნა. ამ ნაკადის შექმნის უამრავი გზა და საშუალება არსებობს, რასაც დღესდღეობით მოიცავს ინტერნეტ მარკეტინგის სფერო. მაგრამ უდავოდ, ყველაზე ეფექტური და ხელსაყრელი ინტერნეტ ტრაფიკის წყაროები არის Facebook და Google!

ამ ორი წყაროს ეფექტურობას განაპირობებს სამიზნე აუდიტორიის შერჩევის და გაფილტვრის მაქსიმალურად მოქნილი სისტემა. ამასთან ერთად, ეფექტური გადახდის სისტემაც, რომელიც სარეკლამო ბიუჯეტს მხოლოდ მიღებულ შედეგებში გვახდევინებს!