საიტების დამზადება - საიტის შექმნა

საიტების დამზადება

ჩვენთან ნებისმიერი სახის ვებ საიტის დამზადება არის შესაძლებელი.
ამისთვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ  და შევათანხმოთ თქვენთვის სასურველი ვებ საიტის დამზადების დეტალები.

საიტის მარტივი სამართავი პანელი

იმისთვის, რომ საიტი შეუფერხებლად მართოთ, საჭიროა გამართული და მარტივი სამართავი პანელი. საჭიროა ყველაფერი იყოს ადვილად სამართავი და კომფორტული.

ჩვენ შევიმუშავეთ სამართავი პანელი Smart CMS, რომელიც არის მაქსიმალურად მარტივი, დაცული და კომფორტული.

საიტის უნიკალური დიზაინი

საიტის ვებ დიზაინი მოქმედებს მომხმარებლის კეთილგანწყობაზე, რის გამოც მას დიდი ყურადღება ექცევა. დახვეწილი, თანამედროვე და მარტივი ვებ დიზაინი მომხმარებლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი პირობაა.

დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით იხატება უნიკალური დიზაინი, რაც საშუალებას გვაძლევს ვებ საიტი იყოს ყველასგან გამორჩეული.

ვებ საიტების დამზადების დრო

ჩვენ საიტის დამზადებას მაქსიმალურად მოკლე ვადებში ვცდილობთ. ამასთანავე აუცილებელია შევინარჩუნოთ ხარისხი, მუშაობის პროცესში.

შესრულების დრო პროექტის სირთულიდან გამომდინარე დგინდება. საიტის დამზადებას 1 დღიდან ზევით სჭირდება.

ვებ საიტის შექმნის პროცესი

საიტის შექმნა

საიტი ეს არის თქვენი ბიზნესის, კომპანიის ან ერთი პიროვნების “სახე” რომლითაც თქვენ მომხმარებელს აწვდით ინფორმაციას პროდუქტის ან მომსახურების შესახებ. ამიტომ საიტი უნდა აიწყოს და დამზადდეს თქვენი საქმიანობიდან გამომდინარედ, ის სწორად და მარტივად უნდა გადმოსცემდეს თქვენი ბიზნესის საქმიანობას, რადგან დაინტერესებულმა მომხმარებელმა შეძლოს თქვენთან დაკავშირება.
ჩვენ დაგიმზადებთ საიტს, რომელიც მორგებული იქნება დღევანდელ მოთხოვნებს, გათვალისწინებული იქნება მარკეტინგული სტრუქტურა და რაც მთავარია მომხარებლისთვის ადვილად აღსაქმელი და სამართავი.

საიტის მობილური ვერსია

ასევე მნიშვნელოვანია საიტის მობილური ვერსია
ყოველ დღე ვითარდება ტექნიკური მოწყობილობები მათ შორის მობილური ტელეფონები, პლანშეტები, რის შედეგადაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობა, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ყოველდღიურ საქმიანობისთვის იყენებს ტელეფონებს, მაგალითად: პროდუქტის შესაძენად, დასათვალერებლად, მომსახურეობის მოსაძებნად ან რაიმე სერვისის სანახავად, ამიტომ თქვენი საიტი აუცილებელია იყოს მობილური და პლანშეტისთვის მორგებული. სწორედ ჩვენი გუნდი გთავაზობთ საიტების მობილურ და ტაბლეტ ვერსიებს ყველა სისტემისთის (IOS, Android, Windows) რომელიც მორგებული და გამარტივებულია მომხმარებლისათვის საიტზე სამუშაოდ.